STV
რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: – მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ მათ ინტერესებს ვიცავთ

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ გუბერნატორის პრესსამსახური საკუთარი ვებ გვერდის საშუალებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე გუბერნატორის ადმინისტრაციის მუშაობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობისა და ამ პროცესებში მუნიციპალიტეტების უშუალო წარმომადგენლების ჩართვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე პრიორიტეტად დაისახა მოსახლეობის სათანადო ინფორმირება სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების შესახებ, რათა მოქალაქეებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენება ეფექტურად შეძლონ.

,,ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია დისკუსია, რაც სწორ დასკვნებამდე მიგვიყვანს. სიამოვნებით გავიზიარებ თითოეული თქვენგანის იდეას, რაც უფრო პროდუქტიულს გახდის ჩვენ თანამშრომლობას. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ მათ ინტერესებს ვიცავთ, მათი უკეთესი ხვალინდელი დღისათვის ვშრომობთ და თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით ჩვენი მოვალეობების შესრულებისას, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“ – განმარტა თანამშრომლებთან შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი