თბილისში, ტაქსებზე დაწესებული რეგულაციების შემდეგ გახშირდა ჯარიმები, რომელიც ძირითადად უკავშირდება კონკრეტული ტაქსის სანიშნე ფერებს. მარტივად, წითელი ფერი სანიშნეზე ნიშნავს, რომ ტაქსი დაკავებულია, ხოლო მწვანე -თავისუფალი. ხშირად მძღოლებს ფერების რეგულატორის ჩართვა ავიწყდებათ, რაც საჯარიმოდ ითვლება.

დუტა პეტრიდისი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლებისთვის სავარძლებზე დამონტაჟებულ ახალ სენსორულ სისტემას შექმის, რომელიც მათ მსგავს ჯარიმებს თავიდან აარიდებს. მისი განმარტებით სენსორი მგზავრების ჩასხდომასა და მანქანიდან გასვლაზე მოახდენს რეაგირებას. მძღოლს კი ფერების რეგულატორის ხელით ჩართვა არ მოუწევს და ის ავტომატურად იმუშავებს.
“უახლოეს მომავალში ვაპირებ აღნიშნული პროექტის წარდგენას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. ვფიქრობ რომ ეს ყველაზე საჭირო და სასიამოვნო სიახლე იქნება სწორედ ამ სეგმენტისთვის. იმედი მაქვს ჩემი ახალი ინოვაცია მოწონებას დაიმსახურებს და მხარდაჭერა ექნება”-აცხადებს იდეის ავტორი, დუტა პეტრიდისი