STV
რეგიონი

ზუგდიდში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამჯერად სამუშაოები თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის დაგება ხდება.

მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ დაათვალიერეს.

2019 წელს ზუგდიდში 12 მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა მოხდა რასაც 1,3 მილიონი ლარი მოხმარდა.

პროექტის ფარგლებში მეწყო ბორდიურები, წყალსაწრეტები, გაზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ელექტრო სისტემა და გარე განათება. ასევე 6 ლოკაციაზე მოეწყო საბავშვო მოედნები.

შიდა ეზოებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა, მომავალ წელსაც მოხდება და მას 2 მილიონამდე ლარი მოხმარდება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი