ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ ენმ-ს წევრებმა სიტყვები ,,ამ ცხოვრების დედაც!!!”, ” პატარა ბარბარემ წერა არ იცის”, დააწერეს.

მსგავსი სახის წარწერები მოგვიანებით გაჩნდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სკეიტპარკის ტერიტორიაზე და დადიანების სასახლესთან. ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობების წინ.

