სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნატალია ხუბუამ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სასურსათო ნობათები გადასცეს სენაკის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე 158 ოჯახს და მათ დამდეგი შობა-ახალი მიულოცეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია წინასაახალწლო დღეებში, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ტრადიციულად, საახალწლო ნობათით ასაჩუქრებს მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს.