STV
რეგიონი

ზუგდიდში, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გაიხსნა

დღეს საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდში მდებარე სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გაიხსნა. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის მორიგი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყო, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტი მიეცა.

ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირები გაიღრმავებენ ზოგად თუ პროფესიულ განათლებას და გაეცნობიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს. გარდა დარგობრივი ლიტერატურისა,ბიბლიოთეკაში მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაცაა. არის სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12 კლასი) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.

საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რომლბიც ბიბლიოთეკის გახსნაზე იმყოფებოდნენ, აღნიშნეს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად ცდილობს იყოს პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციული მოქალაქე და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტს გაუწიოს ლობირება.

საქართველოს უნივერსიტეტი ბიბლიოთეკებს ეტაპობრივად ყველა რეგიონულ ოფისში გახსნის.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი