იმ ბავშვებს ვინც ახალ წელს სახლის ნაცვლად საავადმყოფოში ხვდებიან ზუგდიდში სიურპროზი მოუწყვეს. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ,,წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდმა“ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ფლეშმობი მოაწყო.
სახანძრო მანქანის კალათიდან საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს ახალი წელი თოვლის ბაბუებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. თოვლის ბაბუასთან ერთად ბავშვების გართობაზე სხვადასხვა გმირებმა იზრუნეს.
ფლეშმობში საპატრულო პოლიციის და სახანძროს მანქანები ჩაერთნენ. საავადმყოფოს ეზოში ჩართულული იყო ციმციმები და საახალწლო სიმღერები.