STV
რეგიონი

ლაპლანდიელი სანტა-კლაუსის საქართველოში მოგზაურობა ზუგდიდიდან იწყება

სანტა-კლაუსის საქართველოში მოგზაურობა ზუგდიდიდან იწყება. ქალაქს ის 31 დეკემბერს 23:30 საათზე გნომების თანხლებით  ეწვევა. 1 იანვარს კი სანტა ფოთს, ხოლო 2 იანვარს მესტიას ესტუმრება.

სანტა-კლაუსის ლაპლანდიიდან ჩამოსვლა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის სპონსორია მეღვინეობა ,,ხარება“ Winery Khareba, ხოლო ინიციატორები საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია, თბილისი – ჰელსინკი და ევროპული ალიანსი საქართველოსთვის (თბილისი),  ფინეთ- საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ-ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი (ჰელსინკი) არიან.

31 დეკემბერს სანტას სტუმრობის გარდა, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 31 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თათა გიორგობიანი და ბენდი ELECRIX, ვახო გოგილავა, თამუნა ლილუაშვილი, ლაშა თოდუა და ბუბა სორდია. მერიამ ახალი წლის კონცერტისთვის 39 000 ლარი გამოყო.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი