ხობისა და ფოთის მიტრიპოლიტ გრიგოლის განცხადებით, იქ სადაც კენჭრის ყრა არ ტარდება, ერთხმად გადაწყვეტილება ვერ მიიღება. ასე ეხმიანება მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს სადაც საუბარია რომ სინოდის წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები ერთხმად მიიღეს.
,, შეიკრიბება თუ არა სინოდი, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს სინოდის თავმჯდომარე. გაწერილი არ არის. ერთ რამეს გეტყვით, მე რაც არ მომწონს, არის ის რომ როცა ითქმევა ხოლმე კონკრეტული საგანგებო გადაწყვეტილების მიღება ხდება და ითქმება ხოლმე ერთხმად მიიღო სინოდმა გადაწყვეტილება. მე აბსოლუტურად არ ვღებულობ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ერთხმად ცოტა წარსულის ტერმინია. ერთხმად გადაწყვეტილებას ღებულობდნენ როცა ყველა თავის გადაწყვეტილებას გამოხატვს, იქ სადაც კენჭრის ყრა არ ტარდება, ერთხმად გადაწყვეტილება ვერ მიიღება,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მისივე თქმით, იმ დრომდე, ვიდრე მოწვეული იქნება სინოდი, ეკლესია რწმენის, სინდისის და გამოცხადებული საგანგებო მდგონარეობის მიხედვით იმოქმედებს. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა აღნიშნა, ახლა უნდა ვეძებოთ ის შეხების წერტილები, რომელიც დ მდგონარეობის დაძლევაში დაგვეხმარება და არა დაძაბვაში.