ზუგდიდში ისევ პირბადეების დეფიციტია. STV. GE ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედ აფთიაქებში დღის განმავლობაში ეძებდა პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარსა და ხელთათმანებს. არცერთ ქსელში, ჩვენ მიერ დასახელებული საშუალება არ ჰქონდათ.
“გავაგზავნეთ მოთხოვნა აღნიშნულ საშუალებებზე თუმცა გუშინ მხოლოდ წყალბადის ზჟანგი მივიღეთ. რაც შეეხება პირბადეებს და სადეზინფექციო ხსნარებს, უკვე ორ კვირაზე მეტია ქსელში არც მიგვიღია”-აცხადებენ “ფარმადეპოში”, “PSP-სა და “იმპექსში”.
STV-ს კითხვაზე, ელოდებიან თუ არა უახლოეს მომავალში სააფთიაქო ქსელებში პირბადესა და სადეზინფექციო ხსნარებს, ზუგდიდში მოქმედ აფთიაქებში ზუსტი პასუხი არ აქვთ.