STV
რეკლამა

ჯვარში მოქმედ უმწეოთა სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი გრძელდება

ქალაქ წალენჯიხასა და ჯვარში მოქმედ უმწეოთა სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი გრძელდება. განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებთან სპეციალისტების მიერ დატრენინგებულ მოხალისეებს საკვები სახლში დააქვთ.

მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ემსახურებიან. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წალენჯიხელმა ილო სონგულიამ, გამოთქვა სურვილი, საკუთარი ოჯახის დანაზოგიდან 90% მოახმაროს უკიდურესად გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს, რაც გულისხმობს თითოეული ბენეფიციარისთვის ერთჯერადი დახმარების გაწევას 30-30 ლარის ოდენობით სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად. ( 3000 ლარის ფარგლებში).

აღნიშნულ ბენეფიციარებს დაურიგდათ ვაუჩერი აღნიშნული დახმარების მისაღებად. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის ილო სონგულიას გაწეული დახმარებისათვის.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში თურქეთის სამედიცინო ცენტრის 7M წარმოამდგენლობა გაიხსნა

რედაქტორი

9 აგვისტოს რესტორან კოჩანაში გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება (R)

რედაქტორი

ზუგდიდში, 28 ივლისს „უწყვეტი მუსიკის საღამო“ გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი