STV
რეგიონი

წალენჯიხაში, საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის პროცესი დაიწყო

საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო.აღნიშნული გადაწყვეტილება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მართვის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღეს.

საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგს უწევდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის სკოლამდელი, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
აღნიშნული პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 სკოლამდელი დაწესებულებაა, სადაც 1126 აღსაზრდელი სწავლობს.
პროდუქტის გაცემა ეტაპობრივად გაგრძელდება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი