სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შპს-ების დირექტორები და წარმომადგენლები შედიან.
სენაკის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
?მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და არსებული ინვენტარი სპეციალური ხსნარებით დამუშავდა:
?მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში;
?კერძო საბავშვო ბაღებში;
?ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში;
?სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში;
?მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში;
?წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში;
?აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახლადრეაბილიტირებულ შენობაში;
?მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში, სადაც ბენეფიციარებს საკვები პროდუქტი ყოველდღიურად, შეუფერხებლად მიეწოდებათ.
?სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით 95 მრავალბინიანი კორპუსი დამუშავდა, 75 – ქალაქის ტერიტორიაზე, 20 – დევნილთა დასახლებაში.
?დეზინფიცირდა, ,,საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩართული 45 ავტოსატრანსპორტო საშუალება.
?კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.
?შეუფერხებლად გრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
?სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.
?შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.
?სენაკის მუნიციპალიტეტში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფებს, საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალის წარმომადგენლების მიერ, სათანადო კონსულტაცია გაეწიათ.
?მოხალისეები, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოფენ:
☑️ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების შინმიტანას;
☑️საბავშვო და ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესში მონაწილეობის მიღებას;
☑️ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების მოწესრიგებას;
☑️აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას.
?სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს დღიურ ულუფას მოხალისეები საცხოვრებელ სახლებში აწვდიან.
?მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 200 ბენეფიციარს კვების პროდუქტები გატანით მიეწოდება.
?მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, სკოლამდელი აღზრდის სექტორში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი 340 აღსაზრდელის ოჯახზე გადანაწილდა.
?27 მარტიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 307 აღსაზრდელი საკვები პროდუქტის ორი კვირის მარაგს მიიღებს.