სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმე შარაშერიძემ ზუგდიდის მშენებარე ტაძარში აღავლინა. საღმრთო ლიტურგია დილის 7 საათზე დაიწყო. მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მრევლს და მის მნიშვნელობასე ისაუბრა.
,,სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მკვდრედით აღმდგარმა ქრისტემან, ღმერთმან დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი სამყარო,”- განაცხადა მეუფემ.
ეკლესიაში მრევლი სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე იდგა და მათ შორის დისტანცია დაცული იყო.