STV
რეგიონი

მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია აღევლინა

მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლ კაციამ აღავლინა.

“ყველას გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ყველას ვინც არის სახლში, ვინც არის მონასტერში, ვინც არის საავადმყოფოში და ვინც არის უცხოეთში მყოფი, ყველასთვის აღდგა ქრისტე. მაღალმა და მოწყალე ღმერთმა გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო, დაგვიცვას ყოვლისაგან ჭირისა, ვირუსისა, ურთიერთმტრობისა და შეგვიწყალოს ჩვენ. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად”- წირვის შემდგომ ასე მიულოცა მეუფე გრიგოლმა აღდგომის დღესასწაული მრევლს.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მარტვილის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ღია ცის ქვეშ ჩატარდა. წირვას, 15-მდე მრევლი ესწრებოდა. მრევლს შორის დისტანციას პოლიცია და სტიქაროსნები აკონტროლებდნენ. ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის მკაცრი რეჟიმის გამო, მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდა და ისინი დილის 06:00 საათამდე ტაძარში დარჩებიან.

აღსანიშანვია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი ეპარქიების კუთვნილ ყველა ტაძარში სააღდგომო წირვა დილის 07: 00 საათიდან დაიწყება, რათა მრევლმა დაუბრკოლებლად შეძლოს ტაძრებში მისვლა და ზიარება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი