STV
რეგიონი

ლია-პალურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ლია-პალურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე გზის საფართან ერთად სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დღეს, 11 დეკემბერს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯემალ კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო (EIB) დაფინანსება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად . ამ თანხებიდან დაიწყო „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პალურის გზის სრული რეაბილიტაცია“.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია შპს „ ბლექსიგრუპი“. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს-3.678.193.77ლარს.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი