მოქალაქე იოსებ ხოფერია, რომელმაც საქართველოს ბანკში დაკისრებული ვალდებულება დაახლოებით ერთი წლის წინ გაისტუმრა, მისგან იგივე ვალდებულების გასტუმრებას აღნიშნული ბანკი ისევ ითხოვს.
ამის შესახებ მოქალაქემ მას შემდეგ გაარკვია, რაც პირად საქმეზე საქართველოს ბანკს მიაკითხა. სოსო ხოფერიას განცხადებით, საქართველოს ბანკი მისგან უკვე გასტუმრებული ვალის ხელახლა გასტუმრებას სთხოვს. ბანკის ოპერატორმა კი იმით ანუგეშა, რომ დარჩენილ ვალს 15-დან 31 დეკემბრამდე სახელმწიფო ხარჯებიდან გაუსტუმრებენ. მოგვაინებით კი სოსო ხოფერიამ საკუთარი სახელი და გვარი, ასევე მონაცემები vali.ge-ზე, მოვალეთა ბაზაში აღმოაჩინა.
“განვადება მქონდა 2 წლის წინ საქართველოს ბანკში. გადასახდელი დამრჩა 400ლარი რომელიც ვერ გადავიხადე და დავალიანება გაიზარდა. შემდეგ ბანკმა ჩემი საქმე გადასცა სასამართლოს . სასამართლომ დამიყადაღა უძრავი ქონება და ანგარიშები.
ამის შემდეგ მე ეს დავალიანება სრულად დავფარე, თუმცა მიუხედავად ამისა მოვალეთა ბაზაში ჩემი თავი მაინც აღმოვაჩინე. გასარკვევად მივედი საქართველოს ბანკში და მათ მითხრეს მარტივად მოიშორეს რომ 15 დან 31 მდე ჩემი დავალიანება დაიფარება სახელმწიფო ხარჯებიდან.
მე ვუთხარი რომ გადახდილი მქონდა ეს დავალიანება და სახელმწიფომ ორმაგი ხარჯი რატომ უნდა ნახოსთქო, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. მერწმუნეთ, რომ ასეთი ფაქტი ბევრია და ასეთი ფორმით თაღლითობს საქართველოს ბანკი”,-აცხადებს STV-სთან მოქალაქე იოსებ ხოფერია.
ხოფერია თვლის, რომ აღნიშნულ საქმეში გარკვევა აუცილებელია. ის დახმარებისთვის შესაბაამის უწყებებს მიმართავს.