STV
რეგიონი

მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.

ამ ეტაპზე დადინაის ქუჩაზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგება. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება შეროზიას და თბილისის ქუჩების რეაბილიტაცია, ჯამში დაიგება 1 464 მეტრი საფარი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 351 303 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ბექა ვაჭარაძე: „ჩვენი მიზანია, ფოთში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ აქტიურად და სასიამოვნოდ დროის გატარებას“

რედაქტორი

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა“

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი