წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან და მოადგილეებთან ერთად, არასამეწარმეო იურიდიული პირების ახალი ხელმძღვანელები თანამშრომლებს წარუდგინა.
გუბა საჯაიამ მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე საუბრისას მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ახლადდანიშნულ ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვა.
მერმა ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის უფროსად დოდო კვარაცხელია წარადგინა, ხოლო ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად ზვიად ქუხილავა. გუბა საჯაიამ თანამშრომლებს ასევე წარუდგინა ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის უფროსი ლუსო კვარაცხელია და ა(ა)იპ წალენჯიხის ფეხბურთის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა სახურია.
ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგნენ.
