STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 15 სოფლის მოსახლეობას უფასოდ გადაამზადებს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. ComCom-ის წარმომადგენლები მარტვილში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მარტვილში სამიზნე დასახლებებია: დიდი ჭყონი, დობერაზენი, მეორე გურძემი, მეორე კიწია, მესამე ბალდა, ნაჯახავო, ნახუნავო, ნოღა, ოჩე, პატარა ჟინოთა, საბერულავო, სკურდი, თარგამეული, წინაკვერკვე და ვახა. აღნიშნული დასახლებებიდან 14 წელს ზემოთ პირებს შეეძლებათ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლონ ცნობიერება და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. სემინარების გავლის შემდეგ ბენეფიციარები სერტიფიკატებს მიიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობის მიღებისა და სემინარებზე დასწრების მსურველებმა პროგრამის ციფრულ ელჩს უნდა მიმართონ ნომერზე: 555 74 28 48.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

რედაქტორი

წალენჯიხის მერმა აიპების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

რედაქტორი

რეგიონში 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს

რედაქტორი