STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

მუჟავაში გზის რეაბილიტაციის პროცესს წალენჯიხის მერი გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ხორციელდება. მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. არსებულ გზაზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილებას ართულებდა. მიმდინარე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მერთან ერთად ადგილზე მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია იმყოფებოდნენ.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

რედაქტორი