STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სპორტი

წალენჯიხაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დღეს გაიხსნა

წალენჯიხაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025 მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ გახსნა. ღონისძიება ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტკომპლექსის დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის აქტიური ჩართულობითა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სასკოლო ოლიმპიადაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას 27 საჯარო სკოლის 727 მოსწავლე იღებს. შეჯიბრი მიმდინარეობს: მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, მძლეოსნობის, ბადმინტონის, მხიარული სტარტების და სპორტულ-შემეცნებით სახეობებში.

ღონისძიების გახსნის ცერემონიალს მერთან ერთად, მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია და მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ჩატარების მიზანს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზება წარმოადგენს. სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

რედაქტორი

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო

რედაქტორი

წალენჯიხის მერმა აიპების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

რედაქტორი