STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები საზოგადოება

ქალაქ სენაკის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, მოადგილე აკაკი მშვიდობაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურის, საქლორატოროსა და რეზერვუარების რეაბილიტაცია, მოეწყობა მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდება აღრიცხვის კვანძები.

ამ ეტაპზე შესრულებულია საერთო სამშენებლო სამუშაოების 39%. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ სენაკის და სოფლების – ნოსირის თემის, ახალსოფლისა და მენჯის მოსახლეობა – 35000-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2027 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი