ზუგდიდელი სპორტსმენი ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია! ძალოსანმა, ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 100, 104 და 106 კილოგრამი დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორის ტიტულის მფლობელი გახდა. ნათია გადელიამ აკვრაში დაძლეული 125 / 130 / 135 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამით.
ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდი დაამყარა გოგა ჯაჯვანმა, ხოლო ირაკლი ვეკუა და მანუჩარ გოგოხია ევროპის პრიზიორები გახდნენ.
ზუგდიდის მერია ულოცავს ზუგდიდელ სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას.
