ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გუბა საჯაიას მოადგილეებად დაინიშნენ. ბესიკ ფარცვანია მერის პირველი მოადგილე იქნება, იმფორმაცია STV-ს წალენჯიხის მერიაში დაუდასტურეს.
ბესიკ ფარცვანია სხვადასხვა დროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მუშაობდა: იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გამგებელი, მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი.
ბესიკ ფარცვანიას ეკონომიკური განათლება აქვს. ის თბილისის საერო ინსტიტუტის “გაენათის”, კურსდამთავრებულია, საგარეო ბიზნესის მენეჯერის და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
ბესიკ ფარცვანია ასევე იყო სსიპ კოლეჯ “ლაკადას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შპს „ბრიტანული ცენტრი-ზუგდიდის“ დირექტორი; შპს „სამშენებლო კომპანია ენგური+“ დირექტორი, შპს „მობილ რიტეილის” დირექტორი და საქართველოს ეროვნული ბანკის ინსპექტორი.
რაც შეეხება გიორგი კვარაცხელაის, ის პროფესიით ფილოსოფოსია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
გიორგი კვარაცხელიას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწედ.
