ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა ჭითაწყარსა და ცაცხვში რეაბილიტირებული გზები დაათვალიერეს.
ჭითაწყარში, კოსტავას ქუჩაზე, 440 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი.
პროექტის ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში (კურორტის მონაკვეთი) 1023 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა . დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი.
პროექტის ღირებულება 437 000 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017 წელს განხორციელდა.
პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.