STV
ახალი ამბები

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა -პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 1,067,922 ლარის დანამატი გასცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანად 4,622,445 ლარს შეადგენს, აქედან თანამდებობრივი სარგო – 2,649,852 ლარია, დანამატი – 1,067,922 ლარი, ხოლო პრემია –  904,671 ლარი. დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 140-ია, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა – 120.

ამასთან, ანგარიშში განმარტებულია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში  სხვა დანამატები დაუწესოს. დანამატის გაცემისას კი,  თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა უნდა დასაბუთდეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განხორციელებულა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

რედაქტორი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი