STV
რეგიონი

ზუგდიდის სამ სოფელს მომავალი წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს, ურთას ცაიშსა და ცაცხვს მომავალი წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. როგორც STV NEWS-ს ზუგდიდის მერიაში განუცხადეს წყალმომარაგების პროექტირება უკვე დასრულებულია.

STV ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, ლაშა გოგიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება და სამივე სოველი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

“ურთაში, ცაიშსა და ცაცხვში მომავალი წლიდან განხორციელდება კიდევ ერთი ძალიან დიდი პროექტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სოფლის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ექნებათ სასმელი წყლით სარგებლობის საშუალება. პროექტირება უკვე დასრულებულია და სამუშაოების დაწყების შედსახებ დამატებით ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებთ. ისე მინდა გითხრათ, რომ სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება და წლის ბოლომდე სამივე სოფელი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით”,-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ.

ცნობისათვის, ურთის, ცაიშისა და ცაცხვის წყალმომარაგება სოფელ ურთის სასმელი წყლის საშუალებით მოხდება, რომელიც სათავეს დაიდებს ე.წ ბოკოთის ტერიტორიაზე.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი