ხობის მუნიციპალიტეტმა ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შეისყიდა სოფელ დურღენას საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ დათო ადამიასთან ღირებულებით 58.2 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო. მათ შორის, შიდა კედლების მობათქაშება მაღალხარისხოვანი ქვიშა- ცემენტის ხსნარით და მათი შეღებვა მაღალხარისხოვანი წყალ-ემულსიის საღებავით.
აუდიტის ჯგუფმა შესყიდვის ობიექტი დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად. აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოა. შენობაში ბევრ ადგილას მნიშვნელოვნადაა დაზიანებული კედლები და ჭერი. კერძოდ, შეიმჩნევა ბზარები, ჩამოყრილია კაფელი, ნალესი და ბათქაში, საღებავთან ერთად