STV
რეგიონი

ვინ არის ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია?

ზუგდიდის მერობის კანდიდატად მმართველი პარტიიდან ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

“ჩვენ შევარჩიეთ კანდიდატები, რომლებიც კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან მოსახლეობას. გიორგი არის ადამიანი, რომელსაც, დარწმუნებულები ვართ კარგად ესმის ზუგდიდის, ქალაქისა და სოფლების საჭიროებები. მას აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, მისი მერობის პირობებში ჩვენი საამაყო ქალაქი ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გიორგი (გეგა) შენგელიას ბიოგრაფია:

გიორგი შენგელია დაიბადა 1981 წლის 8 იანვარს, ქალაქ ზუგდიდში. 1987-1998 წლებში სწავლობდა ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის გიმნაზიაში (სსიპ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა).

1998 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, რომელიც დააამთავრა 2003 წელს.

2004 წლის მაისიდან 2004 წლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ბანკში (ზუგდიდის ფილიალი) საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.

2005 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა სს. საქართველოს ბანკის (ზუგდიდის ფილიალი) საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობას.

2008 წლიდან 2009 წლამდე იყო სახალხო ბანკის (ზუგდიდის ფილიალი) მმართველი. 2009 წლიდან 2010 წლამდე იკავებდა სს ლიბერთი ბანკის (ზუგდიდის ფილიალი) სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილის თანამდებობას.

2010 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა საქართველოს ბანკის (ფოთის ფილიალი) საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

2011 წლიდან 2018 წლამდე იყო თიბისი ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრი N 1 -ის დირექტორი.

2018 წლის 7 ნოემბრიდან იკავებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი