ზუგდიდელი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი კინგ-ბოქსში ენრიკე გოგოხია, ამჯერად უკვე კრივში მსოფლიო ჩემპიონატის ქამრის მოსაპოვებლად ემზადება. ამის შესახებ მან ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა.
27 წლის სპორტსმენს 49 გამარჯვება კინგ-ბოქსში, ხოლო 10 გამარჯვება ბოქსში აქვს მოპოვებული. ამჟამად კი ენრიკე გოგოხია, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი კრივში 65 წონით კატეგორიაში იბრძოლებს.
ახალგაზრდა სპორტსმენი ამერიკაში ხვალ მიემგზავრება, შემდეგი ეტაპზე გადასასვლელად მას რამდენიმე სარეიტინგო ბრძოლა აქვს ჩასატარებელი.