სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან თოლორდავამ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათ მუნიციპალიტეტში მონიტორინგის ჯგუფის უფროსები წარუდგინა.
მავნებელთან ბრძოლის პირველი – საგაზაფხულო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ერთობლივი მოქმედების დეტალები და გაიცა რეკომენდაციები.