STV
სოციალური ქსელი

“ეს ის სანდრა არ არის, ზვიად გამსახურდია ბანდფორმირებების ხელმძღვანელად რომ გამოაცხადა?”

„ეს ის სანდრა არ არის, ზვიად გამსახურდია ბანდფორმირებების ხელმძღვანელად რომ გამოაცხადა თავის წიგნში?!“ – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სანდრა რულოვსზე:

„ნიკა მელიამ ზუგდიდელებს მიმართა, თქვენს წინაშეა ყველაზე დიდი მეგრელი სანდრა რულოვსიო. ტაში კი დაუკრეს, მაგრამ ნეტაი ეთანხმებიან?“ – წერს გამსახურდია.

ცნობისათვის, სანდრა ელისაბედ რულოვსი თავისსაავტორო წიგნში სახელწოდებით „იდეალისტის ნაამბობი” საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე წერს:

„90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ორი არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და, ორივეს ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა (საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სამეგრელოში)…”

ამონარიდი წიგნიდან: „იდეალისტის ნაამბობი”

ავტორი: სანდრა რულოვსი გამომცემლობა „ლIნკ”, თბილისი 2005, გვ.40

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი წარადგინა.

2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შარშან, სექტემბერში ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ახალი კანონპროექტით შესაძლოა აშშ-ში TIK TOK აიკრძალოს

რედაქტორი

მომხმარებლებს კომპანია Meta-ს პლატფორმების ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდათ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი