STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სოციალური ქსელი

ახალი კანონპროექტით შესაძლოა აშშ-ში TIK TOK აიკრძალოს

ამერიკის შეერტებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლითაც შესაძლოა ჩინური სოციალური ქსელი TikTok აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (197 რესპუბლიკელი, 155 დემოკრატი), ხოლო წინააღმდეგ 65 დეპუტატი წავიდა (15 რესპუბლიკელი, 50 დემოკრატი).

კანონპროექტი სოციალურ ქსელ TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მშობლიურ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი აშშ-ის მასშტაბით აპლიკაციების მაღაზიებს აეკრძალებათ თავიანთ პლატფორმებზე TikTok-ის აპლიკაციის განთავსება. ამ მომენტისთვის, უცნობია რა ბედი ელის კანონპროექტს კონგრესის ზედა პალატაში – სენატში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მის მაგიდაზე მოხვედრის შემთხვევაში (თუ კანონპროექტი სენატშიც დამტკიცდება) ის აღნიშნულ კანონპროექტს ხელს მოაწერს.

მსგავსი სიახლეები

ვინ გაიფიცა სამეგრელოში

რედაქტორი

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი