STV
რეკლამა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება განსხვავებული ფორმატით გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია და მერის მოადგილე სევერიანე შეროზია.

მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თავიანთი პრობლემები გააცნეს, რაც ძირითადად, სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა. წალენჯიხის მერმა მოადგილეებთან ერთად თითოეული მოქალაქის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და საკითხის გადაჭრა შესაბამის სამსახურებს კომპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში დაავალა.

მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღე- ოთხშაბათია, თუმცა მერი და მერის მოადგილეები მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდებიან.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში თურქეთის სამედიცინო ცენტრის 7M წარმოამდგენლობა გაიხსნა

რედაქტორი

9 აგვისტოს რესტორან კოჩანაში გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება (R)

რედაქტორი

ზუგდიდში, 28 ივლისს „უწყვეტი მუსიკის საღამო“ გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი