დადიანების ეზოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ლევან თორია ზუგდიდის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. გავრცელდა კადრები, სადაც ლევან თორია ფიგურირებს. როგორც აღმოჩნდა ფიზიკური დაპირისპირება ახალაიების უახლოესი გარემოცივის წევრმა,ახლად გაჟურნალისტებულმა ლევან თორიამ დაიწყო.
ბაღში მყოფი პირები სწორედ თორიას დანახვამ გააღიზიანა და მას ეკითხებოდნენ რას აკეთებდა იქ – სინამდვილეში სანდრა რულოვსზე თავდასხმა არ უცდიათ. ვიდეოკადრებში, რომელიც STV-მ მოიპოვა, ნათლად ჩანს თუ როგორ ურტყამს ე.წ ჟურნალისტი, ლევან თორია ინცინდენტის მონაწილე პირს, რომელიც შედეგად ასფალტზე ვარდება.