შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 17 მაისს პასუხისგებაში მისცეს ლევან თორია. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორდიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეირაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს.
ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.