STV
ექსკლუზივი

გიორგი შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ორშაბათს შეუდგება – ვინ იქნება ვიცე მერი?

ორშაბათს, ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე მოწვეულ სხდომაზე ზუგდიდის არჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილების საკითხს ოფიციალურად სცნობენ. ამის შესახებ STV-მ საკუთარი წყაროებისგან რამდენიმე წუთის წინ შეიტყო.  სხდომის დასრულების შემდეგ კი არჩეული მერი უფლება მოვალეობების შესრულებას ახალი მერის რანგში ოფიციალურად იმავე დღეს შეუდგება.

სწორედ ამის შემდეგ, თავად მერი გადაწყვეტს ვინ გახდება ვიცე მერი.

აღნიშნულ თანამდებობაზე ამ დრომდე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არიან კონსტანტინე უბერი და დავით ვერავა. რაც შეეხება მერის მეორე მოადგილეს, ამ შემთხვევაში თანამდებობას ისევ მაიზერ ნანავა დაიკავებს.

დავით ვერავა აცხადებს, რომ მას ჯერ კონსულტაციები ვიცე მერის თანამდებობაზე არ გაუვლია, თუმცა იცის, რომ რამდენიმე კანდიდატურა ამ პოზიციაზე ოფიციალურად განიხილება.

“ვერაფერს გეტყვით, ეს მერის გადასაწყვეტია, თუ ვინ გახდება ქალაქის ვიცე მერი. როგორც კი საკრებულო ოფიციალურად სცნობს ახალი მერის უფლებამოსილებას, ამას თავად გიორგი შენგელია გადაწყვეტს”,-განუცხადა STV-ს დავით ვერავამ.

გეგა შენგელია ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ის ოფიციალურად საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება. მისი განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება სათანადო კონსულტაციები.

“ჯერ ამაზე კომენტარი ნაადრევია. ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როგორც კი საკრებულო სცნობს ახალი მერის უფლებამოსილებას. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით”,-განაცხადა გიორგი შენგელიამ STV-თან სატელეფონო საუბრისას.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ნიკა მელიას გამოჩენისთანავე სოფელ ნარაზენში ფეხბურთის თამაში პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს [ვიდეო/აუდიო]

რედაქტორი

მაია კლანდიამ საკრებულოს სხდომაზე იცრუა, როდესაც ზუგდიდის დღევანდელი ბიუჯეტი 2012 წლისას შეადარა [ფაქტები]

რედაქტორი

ექსკლუზივი: წალენჯიხის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი