STV
რეგიონი

,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ – საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი, ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ იყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის ორგანიზატორებმა პაციენტებს პირველადი მოხმარების მედიკამენტები უფასოდ დაურიგეს.

როგორც ცნობილია, საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიურო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არიან.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკიფუ-ულრიას გზის მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის პროექტირებას და სამუშაო გეგმის მომზადებას იწყებს

რედაქტორი

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი