ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდელ მორაგბეებს ახალი ფორმები გადასცა და ზუგდიდში რაგბის განვითარების მიმდინარეობას გაეცნო. ასევე, ვაჟთა და ქალთა ნაკრებმა საჩვენებელი შეხვედრა გამართეს.
გიორგი შენგელიამ მორაგბეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტი და ახალგაზრდული მიმართულება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მორაგბეთა ნაკრებს მუნიციპალიტეტის მერია მომავავლშიც მხარს დაუჭერს.