STV
სოციალური ქსელი

თიკუნა ფიფია – ამ რთულ სიტუაციაში ცდილობენ შექმნან რაღაც აფსურდული დრამა… უბრალოდ შეგვეშვით!!!

“სასწაული მოხდა ექიმების დახმარებით , დემეტრეს არც თვალი დაუკარგავს და სინათლეს აღიქვამს, რაც მაჩვენებელია იმას , რომ დემეტრეს ულამაზესი თვალი მის ფუნქციას მინიმალურად , ექიმების ჩარევის გარეშე, პირველ ეტაპზე შეუნარჩუნდება , ანუ მხედველობა აუცილებლად ექნება”,-ასეთი სახის პოსტს სოციალურ ქსელში მსახიობ დემეტრე ნაყოფიას ახლობელი თიკუნა ფიფია აქვეყნებს.

“ამ უნერვებობის ფონზე , ერთადერთი, რაც ძალას მაძლევს, რომ ეს პოსტი დავწერო არის დემეტრეს იდეალური მდგომარეობა ყველაფრის ფონზე. სასწაული მოხდა ექიმების დახმარებით , დემეტრეს არც თვალი დაუკარგავს და სინათლეს აღიქვამს, რაც მაჩვენებელია იმას , რომ დემეტრეს ულამაზესი თვალი მის ფუნქციას მინიმალურად , ექიმების ჩარევის გარეშე, პირველ ეტაპზე შეუნარჩუნდება , ანუ მხედველობა აუცილებლად ექნება.

ეს პოსტი მიმართულია მედიისკენ, რომლებიც ოჯახის წევრებს არ გვასვენებენ ამ რთულ სიტუაციაში და ცდილობენ შექმნან რაღაც აფსურდული დრამა. უბრალოდ, არ მოგცემთ დემტრეს სახელის და მდგომარეობის პოლიტიკურად გამოყენების უფლებას. შეეშვით ჩემი ძმის ცხოვრებაში თქვენი ბინძური ხელის ფათურს.

დემეტრე არის სრულიად აპოლიტიკური ადამიანი. თავი დაგვანებეთ და მოგვეცით საშუალება , რომ ჩვენი სირთულე ოჯახმა ჩვენით გადავლახოთ. პროფესია და პროფესიონალიზმზე მაღლა ადამიანობა დგას ზოგადად. სრულიად მიუღებელია ჩემთვის, როცა დემეტრეს ვითარება ჯერ კიდევ ბეწვზე ეკიდა რუსთავი 2ის ჟურნალისტი მორბის და ენაგამოყოფილ სელფება იღებს ჩემს თვალწინ საავდამყოფოს ეზოში. კარგით რა !!! უბრალოდ შეგვეშვით!!!-წერს თიკუნა ფიფია სოციალურ ქსელში.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ახალი კანონპროექტით შესაძლოა აშშ-ში TIK TOK აიკრძალოს

რედაქტორი

მომხმარებლებს კომპანია Meta-ს პლატფორმების ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდათ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი