STV
სოციალური ქსელი

თაკო ჩხეიძე – ვუერთდები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან პროტესტს და ვგმობ ძალადობას!

მოდელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის მეუღლე თაკო ჩხეიძე მშვიდობიან პროტესტს უერთდება და ძალადობას გმობს.

ამის შესახებ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ვუერთდები ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან პროტესტს და ვგმობ ძალადობას!

ასევე ვაპროტესტებ “ნაციონალური პარტიის” და მისი მომხრეების ქმედებებს, რომელთა სურვილიც მხოლოდ ქვეყნის გადატრიალება და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა!

დღეს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია “ქართულ ოცნებას”, რომელიც შევიდა კოჰაბიტაციაში ამ ავად სახსენებელ პარტიასთან და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ შედეგებამდე!

#რუსეთიოკუპანტია

საქართველოს( ჩვენ) გვჭირდება დროული და ქმედითი მხარდაჭერა, საერთაშორისო საზოგადოებისაგან, ჩვენი დასავლური ღირებულებების დასაცავად.

მეც თქვენსავით ძალიან ვღელავ, მეტი სიფრთხილე გვმართებს ერთმანეთის მიმართ”, – წერს ჩხეიძე.

მსგავსი სიახლეები

ახალი კანონპროექტით შესაძლოა აშშ-ში TIK TOK აიკრძალოს

რედაქტორი

მომხმარებლებს კომპანია Meta-ს პლატფორმების ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდათ

რედაქტორი

კომპანია Meta-ს ოფიციალური წარმომადგენელი: ვიცით, რომ მომხმარებლებს უჭირთ ჩვენს სერვისებზე წვდომა – ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი