წალენჯიხის საბავშვო ბაღებში მენიუ გამრავალფეროვნდა - შეხვედრა ბაღების გაერთიანების ცენტრში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში, საბავშვო ბაღების მენეჯერებთან, 2026 წლის პირველი სამუშაო ფორმატის შეხვედრა, 20 იანვარს გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას ცენტრის ხელმძღვანელი ნატო კვარაცხელია უძღვებოდა. ინფორმაციას ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრი ავრცელებს.
,,ოთხმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ავტორიზაციის პირველი ეტაპი გაიარა. ცენტრის ხელმძღვანელმა, მიღწეული წარმატება საბავშვო ბაღების გამგეებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საუბარია, კვების მენიუში შეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ამ მიმართულებით, რეგლამენტთან მაქსიმალურად მიახლოების მიზნით (ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები), მენიუს დაემატა მეორე ხემსი. აღსაზრდელების მენიუს დაენატა უკოფეინო, რძიანი კაკაო და ალადები, ასევე, მენიუში შეტანილია ჭვიშტარი.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წინა წლებთან შედარებით, ძვლიანი ხორცი შეიცვალა რბილი, მჭლე ხორცით” - აცხადებენ საბავშვო ბაღების გაერთიანებათა ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ნუტრიციოლოგის მიერ შედგენილ იქნა გაზაფხულის მენიუ, რომელშიც დამატებით შეტანილია სეზონური ხილი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საბავშვო ბაღებში გათბობის საკითხებს, ასევე განიხილეს საჭიროებები. საბავშვო ბაღებს პერიოდულად ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინსპექტირების ჯგუფი გააკონტროლებს.
დღესვე წალენჯიხის მერი გუბა საჯაია მოადგილეებთან ერთად წალენჯიხის საბავშვო ბაღებს ესტუმრა და არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ამავე თემაზე:








