წალენჯიხის მერი საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორთან ნატო კვარაცხელიასთან ერთად საბავშვო ბაღებს ეწვია და სასაჩუქრე ნობათი გადასცა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
,,მერი ასევე გაეცნო ბაღებში არსებულ ვითარებას და სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია საბავშვო ბაღების მენეჯერებისა და პერსონალისგან მოისმინა.
მერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა და მუნიციპალიტეტის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს აღსაზრდელებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
წალენჯიხის საბავშვო ბაღებში კვების მენიუ განახლდა და სააღმზრდელო დაწესებულებების ნაწილმა ავტორიზაციის პირველი ეტაპიც უკვე გაიარა” - აცხადებენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში.








