სენაკის მერმა წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების აღდგენასთან დაკავშირებით TV მაესტრიოს ეთერში ისაუბრა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია წყალმომარაგების მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების განხორციელების დროს, დაზიანებული გზების აღდგენას აანონსებს, როგორც გადელიამ ტელეკომპანია ,,მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა 11 გზის აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
,,იმ ქუჩებზე, სადაც წყალომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია, დაიწყება აღდგენითი პროცესი. 11 ქუჩაზე ჩვენ დავგეგმეთ ასფალტირების სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
რაც შეეხება იმ მონაკვეთებს, სადაც ამჟამად წყალომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, დასრულებისთანავე დავიწყებთ სრულ რეაბილიტაციას.
არცერთი ქუჩისა და უბანის გზა არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე, რომელიც წყალმომარაგების მიწისქვეშა კომუნიკაციების განხორციელების დროს დაზიანდა” განაცხადა ვახტანგ გადელიამ.
Tweet not found
The embedded tweet could not be found…






