თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში მოეწყო ღობე, სკამები, განათების სისტემა და დაიგო ხელოვნური საფარი.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 110 000 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია წარმოადგენს“ - აცხადებენ ხობის მერიაში.






