აბაშის პირველ საჯარო სკოლაში გადახურვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

აბაშის პირველ საჯარო სკოლაში გადახურვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, იასონ კიზირიასთან, მოადგილეებთან და სკოლის დირექტორთან ერთად, პირველი საჯარო სკოლის გადახურვის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა სკოლის ძირითადი კორპუსისა და სპორტდარბაზის სახურავი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლის ინფრასტრუქტურას.
მერის განცხადებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რათა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლისა და მუშაობისთვის სათანადო პირობები ჰქონდეთ.
ამ მიზნით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში ეტაპობრივად ხორციელდება. უკვე დასრულდა წყემის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ტყვირის, სამიქაოს, ზანათისა და გეზათის საჯარო სკოლებში ჩატარდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კვათანის სკოლაში მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები.
სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა აბაშის მუნიციპალიტეტის თითოეულ სკოლაში იყოს ღირსეული, უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების მიღებას.







