მაღალი ძაბვის ხაზის ჩამოვარდნის შედეგად აფხაზეთში სახლი დაიწვა [ვიდეო]
![მაღალი ძაბვის ხაზის ჩამოვარდნის შედეგად აფხაზეთში სახლი დაიწვა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F03%2Fszzzzzz-960x401.jpg&w=3840&q=75)
ოკუპირებულ აფხაზეთში მაღალი ძაბვის ხაზის ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად შაკაიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე იმყოფებაოდა დე-ფაქტო ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუღ ნანბა, რომელიც „თანამდებობაზე“ გასული წლის დეკემბრიდან დაინიშნა, როგორც აფხაზური მედია იუწყება ნანბას ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია. .
მედია წერს, რომ დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის თაოსნობით სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით „შეკეთებული“ ექსპერიმენტული ელექტრო გადამცემი ხაზის შედეგები მწვავეა და ის შაკაიების ოჯახმა უკვე „იგემა.“





