ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტის ART – ტექსტილი პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტის ART – ტექსტილი პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულ პროექტის დაფინანსება სოფია ხარჩილავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეწვისა და გასტრონომიის სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით მოიპოვა.
პროექტის მიზანია ზუგდიდში შეიქმნას სასწავლო სივრცე, მრავალფუნქციური მულტი სწავლების გამარტივებული შესწავლის ტექნიკით, რომელიც თანხვედრაშია ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებთან.
სივრცე იქნება ინდუსტრიული საწრმო, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს ხელოვანებს, მეწარმეებს, დიზაინერებს, მკერავებს, მქარგველებს, მქსოველებს და მხატვრებს. ART-ტექსტილი იქნება საწარმო, დაკომპლექტებული კრეატიული ადამიანებით.
საწარმო იმუშავებს 6 ძირითადი მიმართულებით, მათ შორის ავეჯის, საკოსტიუმო და ჩანთების ტექსტილით.
კონკურსი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში.
Eu4culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.




