სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ბაღათურია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ბაღათურია დაინიშნა.
გრიგოლ ბაღათურია პროფესიით ეკონომისტია. აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო – სენაკის საკრებულოს წევრი, საქართველოს ფოსტის სენაკის ფილიალის უფროსი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს უფროსი, სენაკის მერის პირველი მოადგილე. ბოლოს გრიგოლ ბაღათურია შემოსავლების სამსახურში მუშაობდა.
თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ნადარაია სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.
მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად გიგა მელია დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე დაინიშნა


